სიახლეები
სეტანტა
სპორტის გურუ
ქვიზები
-
Aa
+
ფონტის ზომა
4 აგვისტოს პარიზის ოლიმპიადაზე ერთი ქართველი სპორტსმენი იასპარეზებს.
მოკრივე ლაშა გურული (-63.5 კგ.) 1/2 ფინალურ ეტაპზე ჩაატარებს თავის ბრძოლას. მისი მეტოქე კუბელი ერისლანდი ალვარეს ბორხესი იქნება.
ქართველს მედალი უკვე განაღდებული აქვს. მარცხის შემთხვევაში ის ბრინჯაოს პრიზიორი გახდება, გამარჯვების შემთხვევაში კი ოქროსთვის გააგრძელებს ბრძოლას.
გურულმა ასპარეზობა 1/8 ფინალურ ეტაპზე დაიწყო, სადაც მისი მეტოქე აზერბაიჯანელი მალიქ ჰასანოვი იყო. ლაშამ სამივე რაუნდი დამაჯერებლად ჩაატარა და მსაჯთა ერთსულოვანი გადაწყვეტილებით (5-0) ბრძოლის გამარჯვებულიც გახდა.
ქართველი სპორტსმენი 1/4 ფინალში ყაზახ ბაზარბაი უულუ მუხამედსაბირს დაუპირისპირდა. ბრძოლის გამარჯვებული მსაჯთა გაყოფილი გადაწყვეტილებით გამოვლინდა, 1/2 ფინალში კი სწორედ ლაშა გურული გავიდა.
კუბელთან გურულის დაპირისპირება 19:06-დან დაიწყება.
საქართველოს დელეგაციას ამ მომენტისთვის 3 მედალი აქვს, ლაშა გურული კი ჩვენებს მე-4 მედალს მოუტანს.
თ
თაზო ჩარკვიანი
კომენტარები