ოქტომბერ-ნოემბერში ნიკა ამაშუკელი სანაკრებო ტურნეზე გაემგზავრება და 4 მატჩს განსჯის.
ქართველი 24 ოქტომბერს, ტოკიოში, იაპონიის რაგბის კავშირის დაარსების 100 წლისადმი მიძღვნილ მატჩში მოედნის მსაჯი იქნება. ჩვენი დროით 09:50 საათზე იაპონია ფიჯის შეერკინება.
6 ნოემბრიდან მსოფლიო რაგბის ერთა ჩემპიონატის ჩრდილოეთ ნახევარსფეროს სერია იწყება და 32 წლის მსაჯი 3 მატჩზეა დანიშნული. 8 ნოემბერს ის ლონდონში ინგლისისა და ავსტრალიის შეხვედრაში პირველი ასისტენტი იქნება.
ამის შემდეგ ამაშუკელი იტალიაში გაემგზავრება და 14 ნოემბერს ჯენოაში, სტადიო ლუიჯი ფერარიზე იტალიისა და არგენტინის მატჩს განსჯის.
მე-3 ტურში ნიკა ინგლისში დაბრუნდება და ინგლისი - ახალი ზელანდიის მატჩზე პირველი ასისტენტის სტატუსით იმუშავებს.