VIDEO: პირველად 1994 წლის შემდეგ - ალკარასის ისტორიული ჩემპიონობა
1 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
ტრავმებით გართულებული 2026 წლის სეზონის შემდეგ, კარლოს ალკარასი ტოკიოში საჩემპიონო გზას დაუბრუნდა.
ATP-ის რეიტინგის მე-3 ნომერმა ფინალში ირჟი ლეჰეჩკა 7:6(4), 6:4 დაამარცხა და ტოკიოში, ჰარდის საფარზე გამართულ ATP 500-ის ტურნირზე ტიტული წარმატებით დაიცვა.
ლეჰეჩკამ დაძაბულ ფინალში ალკარასს დიდი წინააღმდეგობა გაუწია, თუმცა ესპანელმა გადამწყვეტ მომენტებში თავისი საუკეთესო თამაში აჩვენა და თებერვალში, დოჰაში მოპოვებული ტიტულის შემდეგ, ATP ტურზე პირველი ტიტული მოიგო.
ფინალი ალკარასისთვის რთულად დაიწყო, მან პირველივე გეიმში საკუთარი მოწოდება დათმო. პირველი სეტის ტაი-ბრეიკზე კი ესპანელი 2:4 ჩამორჩა, თუმცა სწორედ ამ მომენტში საგრძნობლად მოუმატა და ზედიზედ 5 ქულა მოიგო, რითაც პირველი სეტიც თავის სასარგებლოდ დაასრულა.
მე-2 სეტში ალკარასის ერთ-ერთი მთავარი იარაღი ფორჰენდი იყო. ესპანელმა ერთადერთი ბრეიკი მე-7 გეიმში შეასრულა და საბოლოოდ შეხვედრა 96 წუთში მოიგო.
ამ გამარჯვებით ალკარასმა ATP 500-ის დონის ტურნირებზე ზედიზედ მოგებული მატჩების სერია 21-მდე გაზარდა. ამ კატეგორიაში მისი ბოლო მარცხი 2025 წლის ბარსელონის ფინალში ჰოლგერ რუნესთან დაფიქსირდა.
ალკარასი ისტორიაში მხოლოდ მე-3 ჩოგბურთელია, რომელმაც ტოკიოს ტურნირის ტიტულის ზედიზედ 2-ჯერ მოგება შეძლო.
მანამდე ეს სტეფან ედბერგმა და პიტ სამპრასმა მოახერხეს. ედბერგმა ტოკიოში ზედიზედ სამი ტიტული მოიგო - 1989, 1990 და 1991 წლებში, ხოლო სამპრასმა ჩემპიონობა 1993 და 1994 წლებში იზეიმა.