ქართველი ჩოგბურთელი მარიამ ბოლქვაძე თურქეთის ქალაქ სამსუნში მიმდინარე WTA-ს ჩელენჯერის ძირითადი ბადის მონაწილე გახდა.
საკვალიფიკაციო ეტაპზე მე-8 ნომრად განთესილმა ქართველმა სპორტსმენმა ორივე შეხვედრა გამარჯვებით დაასრულა.
პირველ რაუნდში ბოლქვაძემ ორგანიზატორებისგან უაილდ ქარდის მქონე ადგილობრივი ჩოგბურთელი ალია ნაზ ალტინელი ადვილად, ორ სეტში 6:1, 6:0 დაამარცხა, საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში კი რუს მარია ტკაჩოვასთან დაძაბულ ბრძოლაში, სამ სეტში იმარჯვა - 4:6, 7:6 (7:5), 6:0.
ძირითად ბადეში მისი პირველი მეტოქის ვინაობა საკვალიფიკაციო მატჩების დასრულების შემდეგ გაირკვევა.