ნიკოლოზ ბასილაშვილმა ჩინეთის ქალაქ ჩენგდუში მიმდინარე 250-ქულიან ტურნირზე გამოსვლა დაასრულა.
საკვალიფიკაციო ეტაპის გავლისა და ძირითად ბადეში 3 შეხვედრის მოგების შემდეგ, ქართველი ჩოგბურთელი მსოფლიოს 28-ე ჩოგანთან, ესპანელ ალეხანდრო დავიდოვიჩ-ფოკინასთან 3 სეტში დამარცხდა.
ბასილამ პირველი სეტი 6:4 მოიგო, რის შემდეგაც გადამწყვეტ მომენტებში ესპანელი უკეთესი იყო და, ზედიზედ ორი პარტიის მოგებით, ფინალის საგზური მოიპოვა - 6:4; 4:6; 3:6.
აღსანიშნავია, რომ ნიკამ გამოსვლა 1/2 ფინალურ ეტაპზე დაასრულა, რაც 2022 წლის შემდეგ პირველად მოახერხა. იგი ამჟამად მსოფლიოს 121-ე ჩოგანია.
დავიდოვიჩ-ფოკინა ფინალში უნგრელ უმბერ ჰურკაჩს ან კანადელ დენის შაპოვალოვს შეხვდება.