თბილისში გამართული პარაძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატი ქართული ტრიუმფით დასრულდა.
ისტორიაში პირველად, საქართველოს პარაძიუდოს ნაკრები გუნდურ ასპარეზობაში მსოფლიო ჩემპიონი გახდა.
ჩვენმა გუნდმა ფინალური დაპირისპირებაში ნეიტრალურ პარასპორტსმენთა გუნდი 4:2 დაამარცხა და მსოფლიო ჩემპიონობა იზეიმა.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში რევაზ ჩიკოიძე, გიორგი ქალდანი, ზვიად გოგოჭური, ზურაბ ზურაბიანი, ლევანი გუგავა, და ბაჩუკი შელია ასპარეზობდნენ.
ამასთან პარაძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატზე ინდივიდუალურ ასპარეზობაში ქართველებმა 3 მედალი მოიპოვეს.
მსოფლიო ჩემპიონები ლევან გუგავა (J2, 81 კგ.) და საბა ბაღდავაძე (J1, 81 კგ.) გახდნენ, ვეცხლის მედალი კი რევაზ ჩიკოიძემ (J2, +95 კგ.) დაიმსახურა.