თბილისში მიმდინარე პარაძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატზე ქართველმა ფალავანმა რევაზ ჩიკოიძემ (J2, 95+ კგ) წარმატებით იასპარეზა.
მან ვერცხლის მედალი მოიპოვა, რითაც მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონის წოდება დაისაკუთრა.
ჩიკოიძემ ფინალამდე მიმავალ გზაზე შესანიშნავი ბრძოლები აჩვენა, თუმცა გადამწყვეტ შეხვედრაში ყაზახ შუკურბეკოვთან დათმო და ტურნირი მეორე ადგილზე დაასრულა.
შეგახსენებთ, რომ თბილისის მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს დელეგაციას განსაკუთრებული წარმატება ლევან გუგავამ (J2, 81 კგ) და საბა ბაღდავაძემ (J1, 81 კგ) მოუტანეს, რომლებმაც უმაღლესი სინჯის მედლები დაპყრობილნი და მსოფლიო ჩემპიონები გახდნენ.
პარაძიუდოისტთა მსოფლიო ჩემპიონატი დღეს, 27 სექტემბერს სრულდება.