25-27 სექტემბერს თბილისი პარაძიუდოში მსოფლიო ჩემპიონატს უმასპინძლებს.
ტურნირი ჰუალინგ პლაზაში ჩატარდება და მასში მონაწილეობას 300-ზე მეტი პარასპორტსმენი მიიღებს.
შეჯიბრებაზე საქართველოს ნაკრები უძლიერესი შემადგენლობით წარდგება. მსოფლიო ჩემპიონის ტიტულის დაცვას გიორგი ქალდანი, ზვიად გოგოჭური და საბა ბაღდავაძე შეეცდებიან.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:
მცირემხედველთა კატეგორია (J2): გიორგი ქალდანი (-70 კგ), ზურაბ ზურაბიანი (-70 კგ), ლევანი გუგავა (-81 კგ), ბაჩუკი შელია (-81 კგ), ზვიად გოგოჭური (-95 კგ), ლაშა ყიზილაშვილი (-95 კგ), რევაზ ჩიკოიძე (+95 კგ), ქეთი გილიგაშვილი (-60 კგ), ინა ქალდანი (-70 კგ).
უსინათლოთა კატეგორია (J1): გიორგი გამჯაშვილი (-70 კგ), გურამ აფციაური (-70 კგ), საბა ბაღდავაძე (-81 კგ), ლუკა ხარაიშვილი (-81 კგ), გიორგი ბერიძე (-95 კგ), რამინი ყიფშიძე (+95 კგ).
ტურნირის ფარგლებში 25 და 26 სექტემბერს ინდივიდუალური, ხოლო 27 სექტემბერს გუნდური ასპარეზობები გაიმართება.