მონტენეგროს დედაქალაქ პოდგორიცაში ძიუდოში ახალგაზრდებს შორის ევროპის ჩემპიონატი იწყება, რომელიც 3-დან 5 სექტემბრის ჩათვლით გაიმართება.
საქართველოს ნაკრები 17 სპორტსმენით წარდგება, ხოლო 6 სექტემბერს დაგეგმილი გუნდური ასპარეზობისთვის გუნდს გიგი გიუნაშვილიც (73 კგ) დაემატება.
საქართველოს ეროვნული ახალგაზრდული ნაკრების შემადგენლობა ასე გამოიყურება:
ვაჟები: ლუკა ომანაძე (60 კგ), მერაბ სამადაშვილი და საბა საბაშვილი (ორივე 66 კგ), თორნიკე ვახტანგაძე (81 კგ), ირაკლი ქავთარაშვილი და ლუკა თევდორაძე (ორივე 90 კგ), გიორგი გელაშვილი და გიორგი ბენდელიანი (ორივე 100 კგ), გიორგი ქარჩაიძე (+100 კგ).
გოგონები: თამარ გიგოლაევი (48 კგ), ნუცა თათრიშვილი (52 კგ), ნინო ხარაიშვილი (57 კგ), ნანა გულბიანი და მარიამ ნათელაური (ორივე 63 კგ), ლიზი ქვარცხავა (70 კგ), ნინი ძაგანია და ელენე კურდღელია (ორივე 78 კგ), ნონა კვარაცხელია (+78 კგ).