იბერია 1999

  • ფეხბურთიNEW
  • ArenamaxArenamax
  • სპორტის გურუ
  • ქვიზები
ფეხბურთი

ფეხბურთი

ქვიზები

იბერია 1999

სიახლეები

ფეხბურთი

ArenamaxArenamax

სპორტის გურუ

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
,,მეგობრები, რომლებმაც ოცნება აისრულეს" - ემოციური ისტორია მამუკელაშვილზე
კალათბურთიკალათბურთი
ქართულიქართული

,,მეგობრები, რომლებმაც ოცნება აისრულეს" - ემოციური ისტორია მამუკელაშვილზე

03 სექ, 2026 · 0 წთ წასაკითხად

-

Aa

+

ფონტის ზომა

სოციალურ ქსელში სანდრო მამუკელაშვილის შესახებ ემოციური ისტორია ვრცელდება.


,,გამარჯობა ყველას, მე ალესანდრო გუცონი ვარ და მინდა, ერთი ულამაზესი ისტორია მოგიყვეთ, რომელშიც მთავარი როლი მეგობრობამ და კალათბურთმა ითამაშა.


პირველ ფოტოზე მე და NBA-ის მოთამაშე სანდრო მამუკელაშვილი ვართ.



ჩვენ ჯერ კიდევ ბავშვობაში, 2014 წელს, ბიელაში გავიცანით ერთმანეთი, როდესაც ერთ გუნდში ვთამაშობდით. ის საქართველოდან ჩამოვიდა ოცნებით, გამხდარიყო კალათბურთელი. იტალიურად არ საუბრობდა, მაგრამ ჩვენ ყველანი „სანდროს“ ვეძახდით. ის ძალიან თბილი და გულწრფელი ბიჭი იყო, რომელთანაც შესანიშნავი მეგობრობა ჩამომიყალიბდა.


დღემდე მახსოვს მისი ცრემლები, როდესაც იტალიას ტოვებდა, რადგან აშშ-ში სათამაშოდ სტიპენდია მიიღო. დროთა განმავლობაში ერთმანეთთან კავშირი ცოტათი დავკარგეთ, ის კი NBA-ის მოთამაშე გახდა.


მე მისი ტალანტი არ მქონდა, სერია C-ში ვთამაშობდი, კალათბურთის პარალელურად კი ფოტოგრაფიისა და ვიდეოს მიმართ ჩემს გატაცებას ვავითარებდი. ვსწავლობდი, ექსპერიმენტებს ვატარებდი და საბოლოოდ ჩემი პატარა სააგენტო გავხსენი, რათა კალათბურთის სამყაროში მემუშავა.


გასულ წელს კვიპროსში, ევროპის საკალათბურთო ჩემპიონატზე აღმოვჩნდი, რადგან დანილო გალინარის საქმიანობას აქტიურად ვაშუქებდი.


სწორედ კვიპროსში, 10 წლის შემდეგ, სანდრო კვლავ ვნახე, ის იქ საქართველოს ეროვნულ ნაკრებთან ერთად იმყოფებოდა.


ეს ძალიან ემოციური შეხვედრა იყო. ორი მეგობარი, რომლებსაც წლების განმავლობაში ერთმანეთთან კავშირი დაკარგული ჰქონდათ, დიდხანს ვსაუბრობდით ისე, თითქოს საერთოდ არანაირი დრო არ გასულიყო.


ჩვენმა ძლიერმა მეგობრობამ იქამდე მიგვიყვანა, რომ სანდრომ შემომთავაზა, ტორონტოში გადავსულიყავი და თამაშების, ვარჯიშებისა და ინდივიდუალური მომზადების დროს მის ვიდეოებზე, ფოტოებზე, ვლოგებსა და სოციალური ქსელებისთვის განკუთვნილ კონტენტზე მეზრუნა. მე დავთანხმდი.



აშშ-ში სხვა მოთამაშეებთან მუშაობის შესაძლებლობაც მომეცა, მათ შორის ბრენდონ ინგრემთან.


მალე კი ლოს ანჯელესში გადავალ, სადაც ოფიციალურად გავაგრძელებ სანდროსთან მუშაობას, როგორც მისი პირადი ფოტოგრაფი, ვიდეოგრაფი და კონტენტ-კრეატორი, დიახ, იმიტომ, რომ მამუკელაშვილი ლეიკერსის მოთამაშე გახდა.


ამ ფოტოებზე ორი მეგობარია, რომლებიც 14 წლის ასაკში NBA-ზე ოცნებობდნენ. ორივემ აისრულა ოცნება.ერთი მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ გუნდში ლუკა დონჩიჩის გვერდით ითამაშებს. მეორე კი მოედნის კიდესთან, ვიდეოკამერით ხელში იქნება.


ორივეს გულში კი ყოველთვის იტალია დარჩება. წარმოიდგინეთ, NBA-ში მას ყველა უბრალოდ „სანდროს“ ეძახის, მისი ერთ-ერთი მიზანი კი ბიელაში სახლის შეძენაა. და ეს ყველაფერი კალათბურთისა და მეგობრობის დამსახურებით."


თაზო ჩარკვიანი

თაზო ჩარკვიანი

იტალია
ლოს ანჯელეს ლეიკერსი
სანდრო მამუკელაშვილი
საქართველო
ტორონტო

ლინკის დაკოპირება

ცხელი სიახლეები

ყველაფერი პენალტებით გადაწყდა - დინამოს დრამატული მატჩი Youth League-ზე

•ფეხბურთი

ფეხბურთი

ყველაფერი პენალტებით გადაწყდა - დინამოს დრამატული მატჩი Youth League-ზე
•ფეხბურთი

ფეხბურთი

ოქროს მედალი ბოლო წამებზე! - რამდენი მედალი მოიპოვეს ქართველებმა მსოფლიოზე?

•ქართული

ქართული

ოქროს მედალი ბოლო წამებზე! - რამდენი მედალი მოიპოვეს ქართველებმა მსოფლიოზე?
•ქართული

ქართული

იბერიამ კონფერენს ლიგაზე გამოსვლა მარცხით დაიწყო

•ფეხბურთი

ფეხბურთი

იბერიამ კონფერენს ლიგაზე გამოსვლა მარცხით დაიწყო
•ფეხბურთი

ფეხბურთი

სენ ტრუიდენი - იბერია [ფეხბურთელთა შეფასებები]

•ფეხბურთი

ფეხბურთი

სენ ტრუიდენი - იბერია [ფეხბურთელთა შეფასებები]
•ფეხბურთი

ფეხბურთი

News image

14 ოქტ, 2026

ყველაფერი პენალტებით გადაწყდა - დინამოს დრამატული მატჩი Youth League-ზე

News image

17 სთ წინ

ოქროს მედალი ბოლო წამებზე! - რამდენი მედალი მოიპოვეს ქართველებმა მსოფლიოზე?

News image

5 სთ წინ

იბერიამ კონფერენს ლიგაზე გამოსვლა მარცხით დაიწყო

News image

5 სთ წინ

სენ ტრუიდენი - იბერია [ფეხბურთელთა შეფასებები]

კომენტარები

ლინკის დაკოპირება