მარიამ ბოლქვაძემ, საფრანგეთის ქალაქ შერბურ ენ კოტენტენში მიმდინარე ქალთა საჩოგბურთო W50 კატეგორიის ტურნირზე, 1/2 ფინალის საგზური მოიპოვა.
ტურნირის 1/4 ფინალურ ეტაპზე ქართველმა 26 წლის პორტუგალიელი, ფრანსისკა ჟორჟე, რომელიც WTA-ის ამჟამინდელ რეიტინგში 218-ე ნომერია, ორ სეტში დაამარცხა - 6:2; 6:3.
მარიამის შემდეგი მეტოქე მსოფლიოს 215-ე ჩოგანი, ფრანგი ერმონი ტანი იქნება. მატჩი 24 ოქტომბერსაა ჩანიშნული.
მარიამ ბოლქვაძემ წელს უიმბლდონის ძირითად ბადეში ითამაშა და ერთი წრეც გაიარა, ხოლო US Open-ის მთავარ ეტაპზე მოსახვედრად ერთი ნაბიჯი დააკლდა.