ეს დღეც დადგა - დღეს, 24 ოქტომბერს, მერაბ დვალიშვილი UFC 333-ის ღონისძიებაზე შეეცდება, სუპერმსუბუქი წონის საჩემპიონო ქამარი დაიბრუნოს.
მისი მეტოქე კარგად ნაცნობი რუსი მებრძოლი პიტერ იანია, რომელთანაც მერაბს ოქტაგონზე უკვე ჯამში 10 რაუნდი აქვს გატარებული.

პირველი ბრძოლა
2023 წლის 11 მარტი - დვალიშვილმა მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დაამარცხა რუსი მებრძოლი და ხმაურიანი გამარჯვება მოიპოვა 50-45 (სამივე მსაჯმა ხუთივე რაუნდი ქართველს ჩაუწერა აქტივში).
მეორე ბრძოლა
2025 წლის 6 დეკემბერი - დვალიშვილმე ერთ კალენდარულ წელიწადში მეოთხედ ქამრის დაცვა გადაწყვიტა და ამ რეკორდის დამყარება, სამწუხაროდ, არ გამოუვიდა. მორიგი 5-რაუნდიანი დაპირისპირება სამივე მსაჯმა რუსს ჩაუწერა აქტივში (49-46, 49-46, 48-47).
დღეს ამ უკვე ლეგენდარული დაპირისპირების მესამე თავია, რომელსაც დვალიშვილი წინასგან განსხვავებით ბევრად დასვენებული, უკეთ მომზადებული და სრულ მზადყოფნაში ხვდება.
UFC 333-ის მეინ ქარდი თბილისის დროით 22:00 საათზე დაიწყება, მერაბის ბრძოლას კი 23:30-დან 23:55-ის ფარგლებში უნდა ველოდოთ.
იანისა და დვალიშვილის დაპირისპირება თანამთავარი დაპირისპირებაა - ამის შემდეგ ვიხილავთ კიდევ ერთ ბრძოლას, რომელშიც ალექსანდრ ვოლკანოვსკი ქვე-მსუბუქი წონის ქამრის დაცვას რუსი მოვსარ ევლოევის წინააღმდეგ შეეცდება.
წინ, მერაბ, უნდა დავიბრუნოთ ის, რაც ჩვენ გვეკუთვნის!