VIDEO: ეროვნულ ლიგაში ლიდერი შეიცვალა - რა ვითარებაა?
1 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
ეროვნული ლიგის 30-ე ტურის მთავარი მატჩი დავით პეტრიაშვილის სახელობის სტადიონზე, რუსთავსა და დინამო თბილისს შორის, გაიმართა.
თემურ ქეცბაიას გაწვრთნილმა დინამოელებმა უშუალო კონკურენტს 2:0 მოუგეს და ცხრილში, დროებით მაინც, პირველ ადგილზე გადაინაცვლეს.
დედაქალაქელთა აქტივში 54 ქულაა, რაც დინამო ბათუმის მონაგარზე - 1-ით, ხოლო იბერია 1999-ისა და რუსთავისაზე 2-2 ქულით მეტია. ბათუმელებსა და იბერიელებს ამ ტურში ჯერ არ უთამაშიათ.
ქეცბაიას გუნდმა ნიკა ნინუას დუბლით გაიმარჯვა - სექტემბრიდან მოყოლებული ბრწყინვალე ფორმაშია და ბოლო 6 ტურში 8 საგოლე მოქმედება აქვს (5 გოლი, 3 ასისტი).
7 გოლთან ერთად, 11 საგოლე პასით, ნინუა მიმდინარე ეროვნული ლიგის მე-2 საუკეთესო ასისტენტია (გიორგი არაბიძეს 13 ასისტი აქვს).
31 ოქტომბერს დედაქალაქური დერბია, რომელშიც დინამო თბილისი იბერია 1999-ს უმასპინძლებს.