საბა მარკელიამ, თავის წონით კატეგორიაში, ქართულ ტაილანდურ კრივს ისტორიაში პირველი მედალი მოუპოვა.
საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში გამართულ 18-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე, მარკელიამ 60 კგ. წონით კატეგორიაში იასპარეზა და ფინალში გავიდა.
სატიტულო შეხვედრაში კი მასპინძელ მოკრივესთან დამარცხდა, რითაც ვერცხლის მედალი და ევროპის ვიცე-ჩემპიონის სტატუსი მიიღო.