ვახტანგ ლოლუა მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალშია
ყაზახეთის დედაქალაქ ასტანაში მიმდინარე ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობის მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების წევრმა, ვახტანგ ლოლუამ (55 კგ) ნახევარფინალის საგზური მოიპოვა.
მოქმედმა მსოფლიო ჩემპიონმა ტურნირის მეოთხედფინალურ ეტაპზე დაძაბულ ორთაბრძოლაში რუსი ემინ სეფერშაევი 6:2 დაამარცხა.
პროგრამის პირველ დღეს ფინალისტები 55, 60, 77 და 82 კგ წონით კატეგორიებში გამოვლინდებიან. ნახევარფინალური შეხვედრები ასტანაში თბილისის დროით 18:00 საათიდან დაიწყება.