NBA-ში მორიგი მატჩები ჩაატარეს ქართველმა ლეგიონერებმა.
სანდრო მამუკელაშვილის ლოს ანჯელეს ლეიკერსმა სეზონში მეორე გამარჯვება მოიპოვა. კალიფორნიულ დერბიში ლეიკერსელებმა კლიპერსს უმასპინძლეს და დაძაბულ ბრძოლაში 125:117 დაამარცხეს.
გამარჯვებულთა რიგებში 20-ქულიან ზღვარს სამმა მოთამაშემ გადააბიჯა ოსტინ რივსმა 28 ქულა დააგროვა, ლუკა დონჩიჩმა ორმაგი დუბლი შეასრულა (23 ქულა, 11 პასი), ხოლო უოკერ კესლერმა ანგარიშზე 22 ქულა ჩაიწერა.
სანდრო მამუკელაშვილმა მოედანზე 24 წუთი გაატარა, რა დროშიც 7 ქულა, 5 მოხსნა და 2 პასი მოაგროვა (ორქულიანები 2/2, სამქულიანები 1/2). ლეიკერსი მომდევნო შეხვედრას 26 ოქტომბერს სტუმრად იუტა ჯაზის წინააღმდეგ გამართავს.