VIDEO: გოგა ბითაძის სტატისტიკა მინესოტასთან მატჩში
1 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
NBA-ში გოგა ბითაძის ორლანდო მეჯიქმა ახალი სეზონი არასახარბიელოდ დაიწყო.
ფლორიდულმა გუნდმა მიმდინარე გათამაშებაში ზედიზედ მეორე მარცხი იწვნია, ამჯერად საკუთარ კედლებში მინესოტა ტიმბერვულვზთან დიდი სხვაობით, 93:115 დამარცხდა.
მატჩში ყველაზე მეტი, 20 ქულა ვენდელ კარტერმა ჩააგდო, თუმცა მისმა შედეგიანობამ გუნდი მარცხისგან ვერ იხსნა.
რაც შეეხება გოგა ბითაძეს, ის შეხვედრაში სათადარიგო სკამიდან ჩაერთო და მოედანზე გატარებულ 12 წუთში 4 ქულა, 3 მოხსნა და 1 დაფარება მიითვალა.
მორიგ შეხვედრას ორლანდო მეჯიქი 26 ოქტომბერს გამართავს, სადაც სტუმრად ნიუ იორკს დაუპირისპირდება.