VIDEO: როგორ ჩაატარა ბითაძემ NBA-ს ბოლო წინასასეზონო მატჩი?
4 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
ორლანდო მეჯიქმა NBA-ს პრესეზონი მაიამი ჰიტთან საშინაო მატჩით დაასრულა.
ფლორიდული დერბი ორლანდომ 21-ქულიანი სხვაობით, 136:115 მოიგო.
ქართველმა ცენტრმა, გოგა ბითაძემ პარკეტზე მეოთხე პერიოდში, 5 წუთსა და 13 წამში მიიღო მონაწილეობა. მცირე სათამაშო დროის მიუხედავად, მან 3 მოხსნა (მათ შორის 2 თავდასხმაში), 1 შედეგიანი გადაცემა და 1 დაფარება დააგროვა, თუმცა ქულის აღება ვერ მოასწრო.
აღსანიშნავია, რომ ორლანდომ პრესეზონზე ჩატარებული 4 მატჩიდან 3 მოიგო.
მეჯიქი NBA-ს რეგულარული ჩემპიონატის პირველ შეხვედრას 22 ოქტომბერს ატლანტა ჰოუქსის წინააღმდეგ გამართავს.