VIDEO: მამუკელაშვილის ბრწყინვალე NBA-ს ბოლო წინასასეზონო მატჩი
5 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
სანდრო მამუკელაშვილის ლოს ანჯელეს ლეიკერსმა NBA-ს წინასასეზონო მატჩების სერია დაასრულა.
კალიფორნიელებმა დენვერ ნაგეტსს უმასპინძლეს და 106:121 დამარცხდნენ. მიუხედავად გუნდის მარცხისა, პარკეტზე გამოირჩა სანდრო მამუკელაშვილი, რომელიც შეხვედრას სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო.
ქართველმა ფორვარდმა მოედანზე 21 წუთი გაატარა და გუნდს 15 ქულა, 8 მოხსნა, 4 პასი, 1 ჩაჭრა და 1 დაფარება შესძინა. მამუკელაშვილმა სამი ზუსტი სამქულიანი ჩააგდო (7-დან მცდელობიდან).
აღსანიშნავია, რომ ზუსტად 15 ქულა ჰქონდა მის თანაგუნდელ ლუკა დონჩიჩსაც, ხოლო დენვერის შემადგენლობაში ნიკოლა იოკიჩმა 17 ქულა, 8 პასი და 6 მოხსნა დააგროვა.
NBA-ს ახალი სეზონი 22 ოქტომბერს გაიხსნება და ლოს ანჯელეს ლეიკერსი გოლდენ სტეიტს მიიღებს.