გოგა ბითაძემ კლივლენდთან მატჩში შესანიშნავად ითამაშა.
NBA-ს რეგულარული ჩემპიონატის დაწყებამდე მიმდინარე წინასასეზონო მზადების პროცესში, ორლანდო მეჯიქმა მორიგი შეხვედრა გამართა და კლივლენდ კავალიერსს დამაჯერებლად, 132:116 სძლია.
გამორჩეული მატჩი ჰქონდა გოგა ბითაძეს, რომელმაც მოედანზე 19 წუთი დაყო და საკუთარ გუნდს 14 ქულა (5/7 ორქულიანი, 4/5 საჯარიმო), 6 მოხსნა და 1 ჩაჭრა შესძინა.
შეხვედრაში ყველაზე მეტი, 24 ქულა პაოლო ბანკერომ ჩააგდო, ფრანც ვაგნერის ანგარიშზე კი 20 ქულა დაგროვდა.
ორლანდო მომდევნო წინასასეზონო მატჩს 17 ოქტომბერს მაიამის წინააღმდეგ გამართავს.