თორნიკე შენგელიას დუბაიმ ევროლიგაზე ბასკონია დაამარცხა.
საკალათბურთო ევროლიგის მეხუთე ტურში თორნიკე შენგელიას დუბაი გასვლაზე ქართველი ფორვარდის ყოფილ კლუბს, ბასკონიას დაუპირისპირდა.
თორნიკეს გუნდმა დამაჯერებელი გამარჯვება - 93:79 მოიპოვა.
გამარჯვებულთა რიგებში შედეგიანობით პეტრუშევი (17 ქულა), ბეიკონი (16 ქულა), კაგენბელე (16 ქულა) და ოკობო (14 ქულა) გამოირჩნენ.
შენგელიამ მოედანზე 9 წუთი გაატარა და შეხვედრა თითო ქულა-მოხსნით დაასრულა.
ეს დუბაისთვის ევროლიგის მიმდინარე გათამაშებაში მესამე გამარჯვება აღმოჩნდა, რის შედეგადაც გუნდი სატურნირო ცხრილში მერვე პოზიციაზე იმყოფება.