თორნიკე შენგელიას დუბაიმ სტუმრად კლუჟ-ნაპოკა დაამარცხა.
ადრიატიკის ლიგის ეგიდით გამართულ შეხვედრაში დუბაიმ სტუმრად რუმინული კლუჟ-ნაპოკა დაძაბულ ბრძოლაში, ანგარიშით 92:85 სძლია.
საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანმა თორნიკე შენგელიამ პარკეტზე 16 წუთი და 13 წამი გაატარა, რა დროშიც 6 ქულა, 2 შედეგიანი გადაცემა და 1 მოხსნა დააგროვა.
ქართველმა ფორვარმა ორქულიანი ტყორცნები უშეცდომოდ, სამივე მცდელობით გამოიყენა, თუმცა მისი ერთი საჯარიმო ზუსტი არ აღმოჩნდა.
ამ გამარჯვებით დუბაიმ მიმდინარე სეზონში ორიდან ორი მატჩი მოიგო, მომდევნო ტურში კი შენგელიას გუნდი საკუთარ არენაზე ცენტარს დაუპირისპირდება.