NBA-ის 2020 წლის ჩემპიონმა, დუაიტ ჰოვარდმა საქართველოს სუპერლიგაში პირველი მატჩი ჩაატარა.
ჰოვარდმა ბლექ ფორტრესის რიგებში გორის ივერიონის წინააღმდეგ ითამაშა - მისი გუნდი 5-ქულიანი სხვაობით, 70:75 დამარცხდა.
ლეგენდარულმა ამერიკელმა პარკეტზე 16 წუთი გაატარა და გუნდს 12 ქულა და 7 მოხსნა შეჰმატა.
ბლექ ფორტრესს ორ ტურში ორივე წაგება აქვს - პირველ შეხვედრაში კავკასიის უნივერსიტეტთან დამარცხდა.
ჰოვარდის მეორე მატჩი შედგება 17 ოქტომბერს, როცა მისი გუნდი თსუ-ს თბილისი არენაზე დაუპირისპირდება.