ბაქოში ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატის ბოლო დღე მიმდინარეობს.
საქართველოს ნაკრები გუნდურ ასპარეზობაში მოქმედი მსოფლიო ჩემპიონის სტატუსით წარსდგა.
ჩვენმა გუნდმა პირველ ეტაპზე გამარჯვება იტალიასთან მოიპოვა (4-1) და მსოფლიო ჩემპიონატის 1/4 ფინალში გავიდა.
იტალიელებთან თავიანთი შეხვედრები ირაკლი დემეტრაშვილმა, ეთერ ლიპარტელინმა, გიორგი ლოლაძემ და ლუკა მაისურაძემ მოიგეს.
1/4 ფინალში საქართველოს ნაკრები უზბეკეთს შეხვდა და დაძაბულ ბრძოლაში 3-4 დამარცხდა.
თავიანთი შეხვედრები ეთერ ლიპარტელიანმა, ნინო გულბანმა და ლაშა ბექაურმა მოიგეს, გიორგი ლოლაძე, ირაკლი დემეტრაშვილი და სოფიო სომხიშვილი (2-ჯერ) კი დამარცხდნენ.
საქართველოს ნაკრები ასპარეზობას რეპეშაჟში ბრინჯაოს მედლისთვის გააგრძელებს, სადაც საფრანგეთს დაუპირისპირდება.