VIDEO: შემოვიდა და პსჟ-ს მოაგებინა - რამდენი ხნის შემდეგ გაიტანა კვარამ?
1 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
ხვიჩა კვარაცხელიამ 2026-27 წლების სეზონის საფრანგეთის ლიგა 1-ში პირველი გოლი გაიტანა.
ჩემპიონატის მე-6 ტურის ეგიდით, პსჟ-მ ლე მანს უმასპინძლა და 3:1 დაამარცხა. ლუკას ბერალდომ პირველ ტაიმში პენალტიდან გაიტანა, რასაც სტუმრებმა მეორე ნახევრის დასაწყისში უპასუხეს.
1:1-ზე, 59-ე წუთზე ლუის ენრიკემ მოედანზე შეიყვანა კვარა, რომელმაც ორ წუთში დედაქალაქელები დააწინაურა, რასაც მალევე აკლიუშის გოლი და საბოლოო ანგარიშის დაფიქსირება მოჰყვა.
ქართველმა ვარსკვლავმა თითქმის ორთვიანი პაუზის შემდეგ პირველად შეაგდო - ბოლო გოლი 12 აგვისტოს, უეფა-ს სუპერ თასზე, ასტონ ვილასთან ჰქონდა გატანილი. უშუალოდ ლიგა 1-ში 13 მაისს ლანსს გაუტანა.
6 ტურის შედეგებით, პარიზელებს 11 ქულა აქვთ და ლიდერ მონაკოს, რომელმაც სახლში ტულუზას ვერ მოუგო, 3 ქულამდე მიუახლოვდნენ.
ლუის ენრიკეს გუნდი 17 ოქტომბერს სტრასბურს ესტუმრება, იქამდე კი ჩემპიონთა ლიგის მატჩში მანჩესტერ სიტის წინააღმდეგ ითამაშებს (14 რიცხვში).