VIDEO: როგორ ჩაატარა ბითაძემ NBA-ს პრესეზონის მორიგი მატჩი?
4 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
გოგა ბითაძემ კლივლენდის წინააღმდეგ გამართულ პრესეზონის მატჩში საკუთარ გუნდს 7 ქულა შესძინა.
საქართველოს ეროვნული ნაკრების ცენტრალურმა თავდამსხმელმა ორლანდო მეჯიქის რიგებში NBA-ს პრესეზონზე რიგით მეორე შეხვედრა ჩაატარა.
ორლანდო სტუმრად კლივლენდ კავალიერსს დაუპირისპირდა და მძიმე ბრძოლაში, ანგარიშით 105:119 დამარცხდა. მიუხედავად გუნდური მარცხისა, ბითაძე მოედანზე გატარებულ 12 წუთში ძალიან ეფექტური იყო და სტატისტიკურ მონაცემებს 7 ქულა, 2 მოხსნა და ერთიც ჩაჭრა შემატა.
აღსანიშნავია, რომ ორლანდოს შემადგენლობაში ყველაზე შედეგიანი ტრისტან და სილვა იყო, რომელმაც 17 ქულა ჩააგდო. ორლანდო რეგულარული სეზონის დაწყებამდე მოსამზადებელ ეტაპზე მორიგ მატჩს ისევ კლივლენდის წინააღმდეგ, 14 ოქტომბერს გამართავს.