ევროლიგის მე-4 ტურის ეგიდით, თორნიკე შენგელიას დუბაიმ ბელგრადის ცრვენა ზვეზდას უმასპინძლა და 19-ქულიანი სხვაობით დამარცხდა - 58:77.
გუნდის ცუდი თამაშის მიუხედავად, თოკოს კარგი სტატისტიკა ჰქონდა - 22:13 წუთში 3-დან 2 ორქულიანი, 1-დან 1 სამქულიანი და 6-დან 5 საჯარიმო ჩააგდო. შესაბამისად, აქტივში 12 ქულა და 4 მოხსნა ჩაიწერა, რაც დუბაელთა მხარეს მე-2 შედეგია - ამერიკელმა დუეინ ბეიკონმა 13 ქულა, 3 მოხსნა, 4 ასისტი მიითვალა.
რეალ მადრიდისა და ბარსელონას ზედიზედ დამარცხების შემდეგ, დუბაიმ ფენერბაჰჩესთან და ცრვენა ზვეზდასთან წააგო და სატურნირო ცხრილის მე-10 პოზიციამდე დაეშვა.
13 ოქტომბერს შენგელიას ყოფილ გუნდ ბასკონიასთან თამაში მოუწევს, თანაც ბასკეთში. ვიტორიელებს 3 მატჩში 1 მოგება აქვთ (ოლიმპია მილანოსთან).