მარიამ ბოლქვაძემ სამსუნის ჩელენჯერზე გამოსვლა დაასრულა.
საკვალიფიკაციო ეტაპის დაძლევისა და 1/16 ფინალში გამარჯვების შემდეგ, US Open-ის 2019 წლის ფინალში სერენა უილიამსის დამმარცხებელ ბიანკა ანდრეესკუს შეხვდა.
პირველ სეტში მარიამ ბრეიკით 4:1-ს იგებდა, თუმცა ზედიზედ 5 გეიმის წააგო, ხოლო მეორეში 3:3-ზე კანადელმა უპირატესიბა მოიპოვა და თამაშის ბედიც გადაწყვიტა - 4:6; 3:6.
ანდრეესკუ ტურნირის 1/4 ფინალში მე-2 ნომრად განთესილ ანნა ბლინკოვას შეხვდება (WTA-ის რეიტინგის 89-ე ნომერი).
ბოლქვაძემ წელს უიმბლდონის ძირითად ბადეში ითამაშა და იქ აილა ტომლიანოვიჩი დაამარცხა, US Open-ის ძირითად ბადემდე კი ერთი მატჩის მოგება დააკლდა.