ნინა თიბილაშვილმა კარდიფში გამართულ პარაფარიკაობის ევროპის ჩემპიონატზე საპრიზო ადგილი დაიკავა.
ქართველმა სპორტსმენმა რაპირით ფარიკაობაში იასპარეზა, 1/2 ფინალში იტალიელი მეტოქე სოფია გარნერო დაამარცხა, ფინალში კი უნგრელ ანა ნადაჟდის დაუპირისპირდა და ტურნირი ვიცე-ჩემპიონის ტიტულითა და ვერცხლის მედლით დაასრულა.
თიბილაშვილი კარდიფში რჩება, რათა ამავე ტურნირზე უკვე გუნდურ კატეგორიაში მიიღოს მონაწილეობა.