ანა ჯაფარიძე პარიზში გამართული პარატაეკვონდოს გრან-პრის ჩემპიონი გახდა.
გარდა უმნიშვნელოვანესი ტურნირის მოგებისა, იგი მსოფლიო რეიტინგის პირველ პოზიციაზე გადავიდა, რაც მის კარიერაში პირველად მოხდა და ქართული პარატაეკვონდოსთვისაც უდიდესი წარმატებაა.
ჯაფარიძემ ამ დიდ შედეგს ბოლო სეზონებში სტაბილურად მაღალი შედეგებით მიაღწია - 2024 წლის პარიზის პარალიმპიადაზე ბრინჯაოს მედალი მოიგო, 2025 წელს ახალგაზრდული პარათამაშებზე ჩემპიონი გახდა, ხოლო 2026 წელს ევროპის ჩემპიონობა იზეიმა. გარდა ამისა, გაიმარჯვა რომის გრან-პრიზე, გერმანიის პრეზიდენტის თასზე, რიოსა და თურქეთის ღია პირველობებზე.
მსოფლიო რეიტინგის 21 წლის ქართველი ლიდერი მოემზადება სამხრეთ კორეაში გასამართი მსოფლიო ჩემპიონატისთვის, რომელიც 20-22 ნოემბერსაა ჩანიშნული.
ჯაფარიძის უდიდესი გამარჯვება პარიზის გრან-პრიზე