ანა ჯაფარიძე პარატაეკვონდოს გრან-პრის გამარჯვებული გახდა.
პარიზში გამართულ ტურნირზე, -52 კგ. წონით კატეგორიაში, ფინალში თურქი მერიემ ბეთულ ჩავდარი 2:1 დაამარცხა და ოქროს მედალი მოიპოვა.
ამ ჩემპიონობის შედეგად, ჯაფარიძემ მსოფლიო კლასიფიკაციაში მონღოლ სპორტსმენს, სურენიავ ულამბაიარს გადაასწრო და რეიტინგის პირველი ნომერი გახდა, რაც ქართული პარატაეკვონდოსთვის დიდი ამბავია.
სწორედ ამ სტატუსით მოემზადება ანა სამხრეთ კორეაში გასამართი მსოფლიო ჩემპიონატისთვის - ტურნირი 20-22 ნოემბერსაა ჩანიშნული.
აქვე გეტყვით, რომ პარიზის გრან-პრიზე, -47 კგ. წონით კატეგორიაში, ლიკუნა ჩაჩიბაიამ მე-3 ადგილი დაიკავა და ბრინჯაოს მედალს დაეუფლა.
ისტორიაში პირველად! - ანა ჯაფარიძის უპრეცედენტო წარმატება