VIDEO: მერკვილაძის გამარჯვების მომტანი საოცარი სამქულიანი ბოლო წამზე
07 ოქტ, 2026 · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
ალექსანდრე მერკვილაძემ BNXT League-ში თავისი ახალი გუნდი, გრონინგენი ბოლო წამზე ჩაგდებული წარმოუდგენელი შორეული სამქულიანით გადაარჩინა და ლიოვენთან მატჩში მნიშვნელოვანი გამარჯვება (81:78) მოიპოვა.
შეხვედრის დასრულებამდე წამები რჩებოდა და ტაბლოზე ფრე (78:78) ფიქსირდებოდა, როდესაც ქართველმა ფორვარდმა ბურთი საკუთარ ფართან მიიღო, რამდენიმე წამში მოედნის მეორე ნახევარში გადავიდა და ცენტრიდან შესრულებული ზუსტი შორეული ტყორცნით გრონინგენს ისტორიული გამარჯვება მოუტანა.
სასტარტო ხუთეულში მოთამაშე მერკვილაძემ პარკეტზე 29 წუთი დაყო და აქტივში 16 ქულა, 9 მოხსნა (მათ შორის 3 შეტევაში), 1 პასი და 1 ჩაჭრა ჩაწერა.
მისი მარგი ქმედების კოეფიციენტმა 22 შეადგინა და ამ მაჩვენებლით ის გუნდში მხოლოდ ბრენდონ ბერგსმას ჩამორჩა. ამ წარმატებით გრონინგენი BNXT ლიგის სატურნირო ცხრილის სათავეში მოექცა.