ნიდერლანდებისა და ბელგიის ერთობლივი ჩემპიონატის, BNXT League-ის პირველ ტურში ალექსანდრე მერკვილაძის გუნდმა, გრონინგენმა სტუმრად მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა და კორტრეიკი ანგარიშით 85:76 დაამარცხა.
ქართველი ფორვარდი ახალ გუნდს შესანიშნავად შეეწყო და პარკეტზე გატარებული 33 წუთისა და 42 წამის განმავლობაში თავი საუკეთესოდ წარმოაჩინა.
მერკვილაძეს ორმაგ დუბლამდე სულ მცირე დააკლდა. მის აქტივში 20 ქულა, 9 მოხსნა, 2 შედეგიანი გადაცება და 1 ჩაჭრაა.
მან ზუსტად შეასრულა ოთხი ორქულიანიდან ოთხივე სროლა (მთლიანობაში 9-დან 4 ორქულიანი), ჩააგდო ორი სამქულიანი (4-დან 2) და ექვსი საჯარიმო (9-დან 6).
წარმატებული სტარტის შემდეგ გრონინგენი მომდევნო მატჩს საკუთარ მოედანზე, 6 ოქტომბერს გამართავს, სადაც გაერთიანებული ლიგის ეგიდით კიდევ ერთ ბელგიურ კლუბს, ლიოვენს დაუპირისპირდება.