NBA-ის ახალი სეზონი დაიწყო და ქართველი კალათბურთელების გუნდებმა პირველი მატჩები გამართეს.
გოგა ბითაძის ორლანდო მეჯიქი ატლანტა ჰოუქსს დაუპირისპირდა და 125-132 დამარცხდა.
ქართველმა ცენტრმა 12 წუთი ითამაშა რა დროშიც 6 ქულა, 6 მოხსნა და 1 შედეგიანი გადაცემა დააგროვა.
მატჩში ყველაზე მეტი ქულა ორლანდოს გამთამაშებელმა პაოლო ბანჩერომ მიითვალა, რომლის ანგარიშზეც 41 წუთში 35 ქულა, 7 მოხსნა და 10 შედეგიანი გადაცემა იყო.
რაც შეეხება სანდრო მამუკელაშვილს, ლოს ანჯელეს ლეიკერსი გოლდენ სტეიტ უორიორსს შეხვდა და 127-105 დაამარცხა.
ქართველს სათამაშოდ 22 წუთი მიეცა რა დროშიც 5 ქულა, 4 მოხსნა და 2 შედეგიანი გადაცემა ჩაიწერა აქტივში.
შეხვედრის გამორჩეული მოთამაშეები ლუკა დონჩიჩი (30 წუთი, 28 ქულა, 8 მოხსნა და 7 შედეგიანი გადაცემა) და უოკერ კესლერი (30 წუთი, 26 ქულა, 9 მოხსნა და 1 შედეგიანი გადაცემა) გახდნენ.