საქართველოს თასის 1/8-ფინალის გადადებულ შეხვედრაში სამტრედიამ სენსაცია შემოგვთავაზა და მოქმედი ჩემპიონი იბერია 2:0 დაამარცხა.
კახა კალაძის არენაზე გამართულ მატჩში კონფერენს ლიგის ჯგუფურ ეტაპზე გასული იბერიის მთავარმა მწვრთნელმა ანდრეი დემჩენკომ ძირითად შემადგენლობაში სათადარიგიო მოთამაშეები დააყენა.
მასპინძლებმა შეხვედრა აქტიურად დაიწყეს, თუმცა ანგარიში 26-ე წუთზე ცოტნე ჩიქოვანმა გახსნა და სამტრედია წინ გაიყვანა. შეხვედრის მიწურულს, 90+1-ე წუთზე, მატჩის საბოლოო ანგარიში კი სტუმართა არგენტინელმა ლეგიონერმა, ერიკ ბარიოსმა დააფიქსირა.
ამ გამარჯვებით სამტრედიამ საქართველოს თასის მოქმედი მფლობელი გათამაშებას გამოთიშა.
შეგახსენებთ, რომ ტურნირის უკვე სამი ნახევარფინალისტია ცნობილი - ბათუმის დინამო, გაგრა და გორის დილა. სამტრედია კი მეოთხედფინალურ ეტაპზე რუსთავს 14 ოქტომბერს დაუპირისპირდება.