დრამატული ინციდენტი, რომელიც თბილისში, იბერიასა და პოლონურ იაგელონიას შორის გამართული ევროპა ლიგის მატჩის დასრულების შემდეგ მოხდა, საბედნიეროდ, ტრაგედიით არ დასრულებულა.
პოლონური გამოცემა Przeglad sportowy-ს ცნობით, სტადიონის ტრიბუნიდან გადმოვარდნილი იაგელონიას გულშემატკივარი, რომელიც მატჩის შემდეგ საკუთარი გუნდის ჯგუფურ ეტაპზე გასვლას ზეიმობდა, გონზე მოვიდა და მისი მდგომარეობა ამჟამად სტაბილურია.
როგორც თვითმხილველები იხსენებენ, ზეიმის დროს ფანმა წონასწორობა დაკარგა და ტრიბუნიდან გადავარდა, რა დროსაც მან თავისა და ზურგის მძიმე დაზიანებები მიიღო.
საბედნიეროდ, სტადიონთან მობილიზებულმა სასწრაფო დახმარების ბრიგადებმა ოპერატიული რეაგირება მოახდინეს და დაშავებული დროულად გადაიყვანეს კლინიკაში.
ადგილზე მყოფმა ჟურნალისტმა კუბა სევერინმა დაადასტურა, რომ მამაკაცი კონტაქტურია და ექიმები მის სიცოცხლეს უკვე აღარაფერი ემუქრება, თუმცა ექიმები მაინც სიფრთხილეს იჩენენ და მის ჯანმრთელობას მკაცრი დაკვირვების ქვეშ ამყოფებენ.