VIDEO: ევროპული გმირობიდან ასეთ შედეგამდე - იბერიას კრიზისი ეწყება?
1 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
საქართველოს მოქმედმა ჩემპიონმა, იბერია 1999-მა ეროვნულ ლიგაში ზედიზედ მეორე მატჩი წააგო.
ტორპედო ქუთაისთან სტუმრად 3:4-ის შემდეგ, ანდრეი დემჩენკოს გუნდი პლეი-აუტის ზონაში, მე-8 ადგილზე მყოფ გაგრასთან ასევე სტუმრად 0:2 დამარცხდა.
შეხვედრაში ანგარიში გახსნა გურამ გოშთელიანმა, რომელმაც 2026 წლის პირველი ნახევარი სწორედ იბერიელთა მაისურით თამაშობდა. მეორე გოლი პენალტიდან დავით მუჯირმა გაიტანა - სეზონში მე-5 გოლი შეაგდო.
თბილისური გრანდის ზედიზედ მეორე მარცხის გამო, გუნდმა პოტენციური ლიდერობა დაკარგა და ახლა მე-4 ადგილზეა - პირველადგილოსან რუსთავთან სხვაობა 8 ქულაა, თუმცა 2 თამაში მარაგშია. მომდევნო ტურში, 5 სექტემბერს, მე-5 ადგილოსან სამგურალს უმასპინძლებენ.
აღსანიშნავია, რომ იბერია 1999-მა ბოლო 10 ოფიციალური მატჩიდან ძირითად დროში მხოლოდ 1 მოიგო და ისიც მე-3 ლიგის წარმომადგენელ მარგვეთთან, საქართველოს თასზე.
გაგრელებმა კი უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვეს, 27 ქულა მოაგროვეს და პირდაპირ დასარჩენ მე-7 ადგილთან 3 ქულაშიღა არიან. მომდევნო ტურში, 5 სექტემბერს, სწორედ მე-7 ადგილოსან დილა გორს სტუმრად შეხვდებიან.