VIDEO: ტორპედომ შინ წააგო გუნდთან, რომელსაც მარტის შემდეგ არ ჰქონდა მოგებული
1 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
ეროვნული ლიგის 23-ე ტურის ეგიდით, ტორპედო ქუთაისმა იმერულ დერბიში მეშახტე ტყიბულთან შინ წააგო - 0:2.
ტყიბულელებმა გოლები მსაჯის მიერ დამატებულ წუთებზე გაიტანეს - ჯერ ცოტნე ფაცაციამ შეაგდო, საბოლოო ანგარიში კი გიორგი გოგოლაშვილმა დააფიქსირა.
მეშახტემ, რომელსაც ტორპედოს ყოფილი მწვრთნელი კახა ჩხეტიანი უდგას სათავეში, მიმდინარე ჩემპიონატში სულ მეორე გამარჯვება მოიპოვა - პირველად 12 მარტს, დილა გორი დაამარცხეს და მას შემდეგ 19 ტურის განმავლობაში არ ჰქონდათ მოგებული.
შედეგად, ეროვნული ლიგის ღრმა აუტსაიდერმა 14 ქულა მოაგროვა და ჯერჯერობით კვლავ ურთულეს მდგომარეობაშია - საპლეიოფო ზონას 9 ქულით ჩამორჩება. მომდევნო ტურში, 5 სექტემბერს, უშუალო კონკურენტ სპაერს უმასპინძლებენ.
თავის მხრივ, ტორპედოს ცუდი პერიოდი აქვს და ბოლო 5-დან მხოლოდ 1 შეხვედრა მოიგო. ქუთაისური კლუბი, 31 ქულით, მე-5 ადგილზეა და სამეულს უკვე 6 ქულით დაშორდა. 6 სექტემბერს დინამო თბილისს რამაზ შენგელიაზე მიიღებენ.