იური ტაბატაძის შემდეგ, ესპანური კადისის რიგებს გიორგი გოჩოლეიშვილი შეუერთდა და სადებიუტო მატჩიც ჩაატარა.
გოჩოლეიშვილის დებიუტი 22 აგვისტოს, ელდენსესთან (2:2) შედგა, როცა ბოლო წუთებზე შევიდა მოედანზე, გუშინ კი ვალიადოლიდთან (1:1) სრულად ითამაშა. ტაბატაძე ჯვარედინი იოგების ოპერაციის შემდეგ რეაბილიტაციას გადის და სავარჯიშო პროცესში უახლოეს კვირებში ჩაერთვება.
ზაფხულში ქართველების გუნდის მთავარ მწვრთნელად დაინიშნა ალბერტ სელადესი, რომელიც ლა მასიას აღზრდილია და ბარსას რიგებში 1995-99 წლებში თამაშობდა, 2000-05 წლებში კი უკვე რეალ მადრიდის მაისურით გამოდიოდა. ესპანეთის ნაკრებში 4 შეხვედრა აქვს ჩატარებული.
რაც შეეხება სამწვრთნელო კარიერას, 2018 წელს ზინედინ ზიდანის ასისტენტი იყო, 2019-20 წლებში ვალენსიას მთავარი მწვრთნელი გახლდათ - მამარდაშვილის მისვლამდე.
ლა ლიგა 2-ის სამი ტურის შემდეგ კადისს არც მოუგია და არც წაუგია - 3 ქულით, ცხრილის მე-15 ადგილზეა. 6 სექტემბერს ასევე 3-ქულიან ალმერიას სტუმრად ხვდებიან.