ქართველებმა სლოვაკეთში ერთმანეთის გუნდებს გაუტანეს - რამდენი გოლი გავიდა მატჩში?
1 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
სლოვაკეთის NIKE LIGA-ს მე-6 ტურში, სკალიცასა და დუნაისკა სტრედას მატჩში, ქართველებმა ერთმანეთის გუნდებს გაუტანეს.
გაგუამ პირველ ტაიმში შეაგდო და დუნაისკა 3:0 დააწინაურა, მეორე ნახევრის სტარტზე კი ლევან ნონიკაშვილმა სხვაობა შეამცირა, მაგრამ შემდეგ მისმა გუნდმა კიდევ სამი გოლი გაუშვა და 1:6 წააგო.
გაგუა ახალ სეზონში მშვენიერ ფორმაშია და, ყველა ტურნირის გათვალისწინებით, 9 თამაშში 7 საგოლე მოქმედება შეასრულა - 3 გოლი, 4 ასისტი.
ბოლო დროს მაგარ სვლაზეა ნონიკაშვილიც, რომელმაც 4-დან უკვე მესამე ტურში გაიტანა.
დუნაისკამ ზედიზედ მეოთხე თამაში მოიგო (ჯამში 16 გოლი გაიტანეს), 13 ქულა მოაგროვა და ჩემპიონატის თანალიდერია - ტრნავასთან და ჟილინასთან ერთად.