ჩეხეთის ქალაქ ჰოროვიცეში გამართულ საცხენოსნო ტურნირ CSI2*-W-ზე, შალვა გაჩეჩილაძემ ჩემპიონობა იზეიმა.
გაჩეჩილაძე ორი ცხენით - Modest Vd Vroente და Lambada MNM ასპარეზობდა, ვერცხლის ტურის ფინალში, ლამბადასთან ერთად, საუკეთესო შედეგი 61.90 წამი დააფიქსირა და ოქროს მედლის მფლობელი გახდა.
შეჯიბრება სისწრაფესა და მართვაში გაიმართა, რა დროსაც მხედრებს მარშრუტის რაც შეიძლება სწრაფად, საჯარიმო ქულების გარეშე გავლა ევალებოდათ. ვერცხლის ტურის ფინალში ქართველმა მხედარმა და მისმა ცხენმა, ლამბადამ 72 მხედრისა და ცხენის წყვილს შორის საუკეთესო შედეგი დააფიქსირეს.
გაჩეჩილაძემ, მოდესტისთან ერთად, ტურნირის მთავარ შეჯიბრებაშიც Grand Prix World Cup Qualifier იასპარეზა, რომელშიც მსოფლიო ფინალისთვის სარეიტინგო ქულები მოიპოვა.