ქართველმა ძიუდოისტმა, აკაკი ჯაფარიძემ, გერმანიაში მომხდარი დიდი სკანდალის შემდეგ, პირველი კომენტარი გააკეთა.
"ნებისმიერი სახის ფიზიკური აგრესია სპორტში მიუღებელია. მომხდარზე პასუხისმგებლობას არ გავურბივარ. თუმცა, მინდა მკაფიოდ აღვნიშნო, რომ ეს ინციდენტი სპორტული მარცხით გამოწვეული ემოციის შედეგი არ ყოფილა.
ჩემს კარიერაში გამარჯვებასთან ერთად მარცხიც ყოფილა უფრო მნიშვნელოვან შეხვედრებში, წაგებაც ღირსეულად მიმიღია და არასდროს ყოფილა მარცხი იმის მიზეზი, რომ მოწინააღმდეგის მიმართ აგრესია გამომევლინა.
მიზეზი სხვა იყო - უშუალოდ მეტოქის მხრიდან როგორც სიტყვიერი, ასევე ჟესტიკულაციით შეურაცხმყოფელი ქმედება, რაც ასევე სრულიად მიუღებელია სპორტში და სპორტული ეთიკის ფარგლებში. პირველ რიგში, მიუღებელია ჩემთვის, როგორც ქართველისთვის და კაცისთვის. მადლობა ყველას ვინც მხარს მიჭერს", - აცხადებს ჯაფარიძე.
სკანდალი გერმანიაში - ქართველი ძიუდოისტის მუშტებით თავდასხმა