VIDEO: პაპავამ უზბეკური ფეხბურთის მთავარ გრანდს გაუტანა
1 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
ოკმკ-ს ქართველმა კაპიტანმა, გიორგი პაპავამ უზბეკური ფეხბურთის გრანდ ფახთაქორს გაუტანა.
სუპერ ლიგის 21-ე ტურში, ქართველმა ნახევარმცველმა პირველ ტაიმშიც შეაგდო, თუმცა თამაშგარე მდგომარეობის გამო გაუუქმეს, მეორე ნახევარში კი წესების დაცვით გაიტანა და მატჩის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 1:3.
33 წლის პაპავამ მიმდინარე ჩემპიონატში პირველი გოლი მიითვალა - აქამდე აქტივში 1 საგოლე გადაცემა ჰქონდა.
ოკმკ-ს 32 ქულა აქვს, სატურნირო ცხრილის მე-6 ადგილზეა და საუკეთესო სამეულს 6 ქულით ჩამორჩება.