ArenamaxArenamax

სპორტის გურუ

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

არენა

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • youtube icon
  • instagram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • youtube icon
  • instagram icon

  • ArenamaxArenamax
  • სპორტის გურუ
  • ქვიზები
  • ვიდეო
  • არენა

არენამაქსი

ქვიზები

სპორტის გურუ

სიახლეები

გურამ გაბესკირია - ფეხბურთელობიდან ეროვნულ გმირობამდე
ფეხბურთიფეხბურთი
ქართულიქართული

გურამ გაბესკირია - ფეხბურთელობიდან ეროვნულ გმირობამდე

27 სექ, 2025 · 0 წთ წასაკითხად

ლინკის დაკოპირება

-

Aa

+

ფონტის ზომა

გურამ გაბესკირია 1947 წლის 2 მარტს, ქალაქ სოხუმში დაიბადა.


მან დაამთავრა მაქსიმ გორკის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი ისტორიკოსის სპეციალობით, თუმცა თავი გამოიჩინა როგორც ფეხბურთელმა. 1960-იანი წლების ბოლოს თამაშობდა სოხუმის დინამოში, მოგვიანებით კი თავისი კარიერა გააგრძელა სტავროპოლში, მინსკსა და კისლოვოდსკში, ბოლოს კი - თბილისის ცსკა-ში.


1972 წელს გახდა რესპუბლიკური დონის, 1974 წელს კი - საკავშირო დონის ფეხბურთის მსაჯი. მონაწილეობა მიიღო საფეხბურთო კლუბ სოხუმის ცხუმის  დაარსებაში, რომელიც თამაშობდა ახლადშექმნილ საქართველოს საფეხბურთო ლიგაში, აგრეთვე გახდა კლუბის პრეზიდენტი.


1990 წელს იგი მონაწილეობდა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის პარლამენტის არჩევნებში, თუმცა თავისი კანდიდატურა მოხსნა. 1992 წლიდან იყო სოხუმის მერი. 1993 წელს, აფხაზეთში მიმდინარე ომის დროს, გაწევრიანდა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ლეგიტიმურ მინისტრთა საბჭოსა და თავდაცვის საბჭოში.


1993 წლის 27 სექტემბერს მან უარი განაცხადა ალყაში მოქცეული ქალაქის დატოვებაზე და ტყვედ იქნა აყვანილი. ტყვედ აყვანილი მთავრობის ყველა წევრი, მათ შორის გურამ გაბესკირია, აფხაზმა ბოევიკებმა დახვრიტეს.


დატყვევებული მთავრობის წევრები და მათი თანმხლები პირები ბოევიკებმა ძალით გაიყვანეს პარლამენტის შენობის გარეთ და მოსთხოვეს დაჩოქება, რაზეც გურამ გაბესკირიამ მათ რუსულად უპასუხა:


არასდროს ჩემს სიცოცხლეში!


2017 წლის 27 სექტემბერს, გურამ გაბესკირია პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის მიერ დაჯილდოებულ იქნა საქართველოს უმაღლესი ჯილდოთი - საქართველოს ეროვნული გმირის წოდებითა და ორდენით.


წყარო: საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა

თაზო ჩარკვიანი

თაზო ჩარკვიანი

საქართველო

ლინკის დაკოპირება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

პორტუგალიაში ქართული დერბი ქოჩორას გუნდმა მოიგო - ორივე ქართველმა ითამაშა

•ფეხბურთი

ფეხბურთი

პორტუგალიაში ქართული დერბი ქოჩორას გუნდმა მოიგო - ორივე ქართველმა ითამაშა
•ფეხბურთი

ფეხბურთი

"თუნდაც პრელიმები იყოს" - მერაბ დვალიშვილი თეთრ სახლში ბრძოლაზე

•ქართული

ქართული

"თუნდაც პრელიმები იყოს" - მერაბ დვალიშვილი თეთრ სახლში ბრძოლაზე
•ქართული

ქართული

ქუთაისში ქართული დერბი ფრედ დასრულდა

•ფეხბურთი

ფეხბურთი

ქუთაისში ქართული დერბი ფრედ დასრულდა
•ფეხბურთი

ფეხბურთი

ვილიარეალმა ზედიზედ მე-3 მატჩი მოიგო და ლიდერებში გაერია - მიქაუტაძემ სასტარტოში ითამაშა

•ფეხბურთი

ფეხბურთი

ვილიარეალმა ზედიზედ მე-3 მატჩი მოიგო და ლიდერებში გაერია - მიქაუტაძემ სასტარტოში ითამაშა
•ფეხბურთი

ფეხბურთი

News image

27 სექ, 2025

პორტუგალიაში ქართული დერბი ქოჩორას გუნდმა მოიგო - ორივე ქართველმა ითამაშა

News image

27 სექ, 2025

"თუნდაც პრელიმები იყოს" - მერაბ დვალიშვილი თეთრ სახლში ბრძოლაზე

News image

27 სექ, 2025

ქუთაისში ქართული დერბი ფრედ დასრულდა

News image

27 სექ, 2025

ვილიარეალმა ზედიზედ მე-3 მატჩი მოიგო და ლიდერებში გაერია - მიქაუტაძემ სასტარტოში ითამაშა