ერთა ლიგის B დივიზიონის მეორე ჯგუფის პირველი ტური უცნაურად წარიმართა.
ჯგუფის ორივე შეხვედრაში მატჩის აშკარა და უშუალო ფავორიტი დამარცხდა.
პირველ შეხვედრაში საქართველოს ეროვნული ნაკრები დინამო არენაზე ჩრდილოეთ ირლანდიასთან, დიდი სათამაშო უპირატესობის მიუხედავად, მინიმალური ანგარიშით 0:1 დამარცხდა.
თუმცა, ამით ჯგუფის სენსაციები არ დასრულებულა და მოგვიანებით გამართულ შეხვედრაში უკრაინამ სტუმრად, ფავორიტი უნგრეთის დამარცხება იმავე ანგარიშით, 1:0 შეძლო.
ამან ჯგუფში სიტუაცია თავდაყირა დააყენა - თუ თავდაპირველად ოთხეულის ფავორიტებად სწორედ უნგრეთი და საქართველო ითვლებოდნენ, პირველი ტურის შემდეგ ეს გუნდები მე-3 და მე-4 ადგილს იყოფენ ჯგუფში.
ჯგუფის მეორე ტურის მატჩები უკვე ზეგ, 28 სექტემბერს გაიმართება, როცა უნგრეთი ჩრდილოეთ ირლანდიას ეწვევა, საქართველო კი დინამო არენაზე უკრაინის ნაკრებს უმასპინძლებს.