საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანმა ხვიჩა კვარაცხელიამ ჩრდილოეთ ირლანდიასთან განცდილი მარცხის (0:1) შემდეგ თამაში შეაფასა.
„პირველ რიგში, ბოდიშს ვუხდი თითოეულ გულშემატკივარს. დღევანდელი მატჩით ძალიან უკმაყოფილო ვარ. ბევრი შანსი გვქონდა, რომლებიც გავანიავეთ, ბოლო ფაზაში არასწორად ვიმოქმედეთ და დავისაჯეთ.
განიავებული თერთმეტმეტრიანის გამო გულშემატკივრებს ბოდიშს ვუხდი. ბევრი მომენტი გვქონდა, ვერ გამოვიყენეთ და დავისაჯეთ კიდეც - ეს ფეხბურთის წესია.
დეტალურად გავაანალიზებთ, თუ რა გავაკეთეთ არასწორად და სად შევცდით. იმედი მაქვს, 28-ში ყველაფერს გამოვასწორებთ, - აღნიშნა კვარაცხელიამ.
შეგახსენებთ, რომ მომდევნო შეხვედრას ჯვაროსნები 28-ში, თბილისში, დინამო არენაზე, უკრაინის ეროვნული გუნდის წინააღმდეგ გამართავენ.
მატჩი ამჯერად უკვე სავსე ტრიბუნების წინაშე ჩატარდება და 20:00 საათზე დაიწყება.