• ArenamaxArenamax
  • სპორტის გურუ
  • ქვიზები
  • ვიდეო

სპორტის გურუ

ქვიზები

სიახლეები

ArenamaxArenamax

სპორტის გურუ

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
კატასტროფული სტარტი - საქართველომ ერთა ლიგა მარცხით დაიწყო
ფეხბურთიფეხბურთი
ქართულიქართული

კატასტროფული სტარტი - საქართველომ ერთა ლიგა მარცხით დაიწყო

2 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად

-

Aa

+

ფონტის ზომა

ჩრდილოეთ ირლანდიამ საქართველო დრამატულ ბრძოლაში დაამარცხა.


ში ჩარლზის მიერ 99-ე წუთზე გატანილმა გოლმა სტუმრებს 1:0 გამარჯვება მოუტანა. „მწვანე-თეთრებმა“ გასვლით შეხვედრაში 6-მატჩიანი მოუგებელი სერია დაასრულეს.


შეხვედრის საწყის ეტაპზე ძირითადად ნახევარდაცვაში ხისტი და ქაოსური ბრძოლა მიმდინარეობდა.


პირველ 20 წუთში არცერთ გუნდს კარისკენ დარტყმა არ განუხორციელებია. მასპინძლებმა თანდათან ბურთის ფლობა გაზარდეს, თუმცა ჩრდილოეთ ირლანდიის კარგად ორგანიზებული დაცვისთვის პრობლემების შექმნა უჭირდათ.


მატჩში პირველი რეალური მომენტი 25-ე წუთზე შეიქმნა და მაიკლ ო’ნილის გუნდს ანგარიში უნდა გაეხსნა, თუმცა ში ჩარლზმა ახლო მანძილიდან თავური დარტყმა კარს მნიშვნელოვნად ააცილა.


შესვენებამდე საქართველოს დაწინაურების საუკეთესო შესაძლებლობა გიორგი კვერნაძეს ჰქონდა. კუთხურის შემდეგ მისი თავური დარტყმა ტრაი ჰიუმმა პრაქტიკულად კარის ხაზიდან მოიგერია.


საბოლოოდ, პირველი ტაიმი ძალიან მწირი სანახაობით დასრულდა, გუნდები ერთმანეთს წარმატებით ანეიტრალებდნენ.


ვილი სანიოლის გუნდმა მეორე ტაიმი გაცილებით აქტიურად დაიწყო და 53-ე წუთზე ანგარიშის გახსნის შესანიშნავი შანსიც მიიღო.


გიორგი ჩაკვეტაძის ბრწყინვალე პასის შემდეგ გიორგი მიქაუტაძის დაახლოებით 8 მეტრიდან შესრულებული დარტყმა პირს ჩარლზმა ბრწყინვალედ მოიგერია.


ერთ საათზე ოდნავ მეტი იყო გასული, როდესაც VAR-ის ჩარევის შემდეგ საქართველოს სასარგებლოდ პენალტი დაინიშნა.


მსაჯმა მიიჩნია, რომ დანიელ ბალარდმა ლუკა ლოჩოშვილი წესების დარღვევით შეაჩერა. თერთმეტმეტრიანის შესასრულებლად საქართველოს კაპიტანი ხვიჩა კვარაცხელია მივიდა, თუმცა მისი დარტყმა პირს ჩარლზმა მოიგერია.


მიუხედავად იმისა, რომ მეორე ტაიმში ჩრდილოეთ ირლანდიას დიდი წნეხის გაძლება უწევდა, მატჩის დასრულებამდე დაახლოებით 15 წუთით ადრე სტუმრები გოლის გატანასთან ძალიან ახლოს იყვნენ.


ში ჩარლზის ახლო მანძილიდან დარტყმას გიორგი მამარდაშვილი შესანიშნავი მოგერიებით გაუმკლავდა და ანგარიში უცვლელი დატოვა.


მეორე კართან კვლავ პირს ჩარლზს მოუწია გუნდის გადარჩენა, მან ოთარ კიტეიშვილის დაახლოებით 20 მეტრიდან ძლიერ დარტყმას ეფექტური მოგერიებით უპასუხა.


როდესაც უკვე ჩანდა, რომ შეხვედრა უგოლოდ დასრულდებოდა, ჩრდილოეთ ირლანდიამ ბოლო წუთებზე ზეწოლა გაზარდა და კომპენსირებული დროის მე-9 წუთზე ში ჩარლზმა დრამატული გამარჯვების გოლი გაიტანა.


ამ შედეგით საქართველოს 4-მატჩიანი წაუგებელი სერია დასრულდა. ვილი სანიოლის გუნდი გამარჯვების გზაზე დაბრუნებას ორშაბათს შეეცდება, როდესაც UEFA-ს ერთა ლიგაზე უკრაინას უმასპინძლებს.


ჩრდილოეთ ირლანდია კი ზედიზედ მე-2 გამარჯვების მოპოვებას იმავე საღამოს უნგრეთის წინააღმდეგ შეეცდება.

თაზო ჩარკვიანი

თაზო ჩარკვიანი

ერთა ლიგა
საქართველოს ეროვნული ნაკრები
ქართული ფეხბურთი

ლინკის დაკოპირება

ცხელი სიახლეები

ვინ ვერ მოხვდა სიაში? - საქართველოს სამატჩო განაცხადი ჩრდ. ირლანდიასთან

•ფეხბურთი

ფეხბურთი

ვინ ვერ მოხვდა სიაში? - საქართველოს სამატჩო განაცხადი ჩრდ. ირლანდიასთან
•ფეხბურთი

ფეხბურთი

,,შეგვიძლია უკეთესი ფეხბურთი ვითამაშოთ" - კლოპმა დებიუტი შეაფასა

•ფეხბურთი

ფეხბურთი

,,შეგვიძლია უკეთესი ფეხბურთი ვითამაშოთ" - კლოპმა დებიუტი შეაფასა
•ფეხბურთი

ფეხბურთი

ერლინგ ჰალანდმა ზლატან იბრაჰიმოვიჩის შედეგი გააუმჯობესა

•ფეხბურთი

ფეხბურთი

ერლინგ ჰალანდმა ზლატან იბრაჰიმოვიჩის შედეგი გააუმჯობესა
•ფეხბურთი

ფეხბურთი

სასტარტო ცნობილია - საქართველოს ნაკრების თერთმეტეული ჩრდილოეთ ირლანდიასთან

•ფეხბურთი

ფეხბურთი

სასტარტო ცნობილია - საქართველოს ნაკრების თერთმეტეული ჩრდილოეთ ირლანდიასთან
•ფეხბურთი

ფეხბურთი

News image

12 სთ წინ

ვინ ვერ მოხვდა სიაში? - საქართველოს სამატჩო განაცხადი ჩრდ. ირლანდიასთან

News image

11 სთ წინ

,,შეგვიძლია უკეთესი ფეხბურთი ვითამაშოთ" - კლოპმა დებიუტი შეაფასა

News image

11 სთ წინ

ერლინგ ჰალანდმა ზლატან იბრაჰიმოვიჩის შედეგი გააუმჯობესა

News image

5 სთ წინ

სასტარტო ცნობილია - საქართველოს ნაკრების თერთმეტეული ჩრდილოეთ ირლანდიასთან

კომენტარები

ლინკის დაკოპირება