ერთა ლიგის ახალი გათამაშების პირველ შეხვედრაში ნიდერლანდებთან ფრედ დასრულებული მატჩის შემდეგ, გერმანიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა იურგენ კლოპმა ამსტერდამის იოჰან კრუიფ არენაზე გამართული შეხვედრა შეაფასა.
„მოედანზე ვიხილეთ ორი კარგი საფეხბურთო გუნდი, რომლებიც ერთნაირ სიტუაციაში იმყოფებიან. ორივე მხარეს სურდა დაემტკიცებინა, რომ ისეთი ცუდები არ არიან, როგორადაც მათ წარმოაჩენენ და ეს თამაშშიც აშკარად ჩანდა.
შეხვედრის პირველი 10 წუთი კარგად ჩავატარეთ. შემდეგ კი დაახლოებით ათწუთიანი მონაკვეთი გვქონდა, როდესაც პრობლემები შეგვექმნა და სიტუაციას სათანადოდ ვერ გავუმკლავდით.
როდესაც სისტემა ჯერ ბოლომდე ჩამოყალიბებული არ არის და აქ მხოლოდ ტაქტიკას არ ვგულისხმობ, არამედ ზოგადად ყველაფერს, დგება მომენტი, როცა ორთაბრძოლების მოსაგებად ძალიან დიდი ბრძოლა გჭირდება.
რამდენიმე ფეხბურთელის ინდივიდუალური თამაშით ძალიან კმაყოფილი დავრჩი და ზოგადად, გუნდის მიერ ნაჩვენები თამაშიც ძალიან მომეწონა.
შეგვიძლია უკეთესი ფეხბურთი ვითამაშოთ და ბურთიც უფრო მეტად ვაკონტროლოთ. ზოგიერთ ეპიზოდში მეორე ბურთებზე თავად შევიქმენით პრობლემები. ორივე გუნდისთვის ძალიან დამღლელი შეხვედრა იყო.“ - განაცხადა კლოპმა სადებიუტო მატჩის შემდეგ.
VIDEO: ჩავის და კლოპის დებიუტები - ნიდერლანდები და გერმანია ფრეს დასჯერდნენ