VIDEO: რონალდუმ გაიტანა, მაგრამ არ ჩაუთვალეს - პორტუგალიამ უელსი დაამარცხა
1 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველ ტურში პორტუგალიამ უელსი 1:0 დაამარცხა.
ამ შეხვედრაში შედგა პორტუგალიელთა ახალი მთავარი მწვრთნელის, ჟორჟე ჟეზუშის დებიუტი.
მატჩის ერთადერთი გოლი 22-ე წუთზე ჟოაო ფელიქსმა გაიტანა.
59-ზე კრიშტიანუ რონალდუმაც შეძლო თავის გამოჩენა, რომელმაც მატჩი სასტარტოში დაიწყო და 68 წუთი ითამაშა, თუმცა მისი გოლი მიზერული თამაშგარის გამო არ ჩაითვალა.
ეს უპირატესობა პორტუგალიამ წარმატებით მიიტანა ბოლომდე და ჟეზუშმა პირველი გამარჯვება მოიპოვა.
პორტუგალიამ ამ გამარჯვებით 3 ქულა დააგროვა და ჯგუფში მეორე ადგილს იკავებს, ლიდერი ნორვეგიაა, რომელმაც პარალელურ მატჩში დანიას 3:2 აჯობა და გატანილი გოლების ხარჯზე პირველ ადგილზეა.