-
Aa
+
ფონტის ზომა
FIFA-ს რეიტინგში ამ ორ ნაკრებს შორის მხოლოდ იამაიკაა მოქცეული.
გუნდების სიახლეები და მიმდინარე ფორმა
2025 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე ჩატარებული 6 მატჩიდან ხუთის წაგების შემდეგ (1 მოგება), საქართველოს ნაკრები წელს ჯერ არ დამარცხებულა - 2 მოგება და 2 ფრე.
ვილი სანიოლის გუნდს ახლა შანსი აქვს, ფრანგი სპეციალისტის ხელმძღვანელობით, რომელიც ნაკრებს 2021 წლის თებერვლიდან წვრთნის, მეორედ მიაღწიოს ხუთმატჩიან წაუგებელ სერიას.
სანიოლმა ამ სანაკრებო ფანჯრისთვის გამოცდილი შემადგენლობა შეარჩია - გუნდში მხოლოდ ერთი ფეხბურთელი იყო, რომელსაც ეროვნულ ნაკრებში ჯერ არ უთამაშია, თუმცა ოთარ მამაგეიშვილი გუნდს ტრავმის გამო გამოაკლდა.
საქართველო ეცდება ერთა ლიგაზე ბოლო წლების პროგრესი გააგრძელოს, გუნდი 2018/19 წლების სადებიუტო გათამაშებაში D ლიგაში ასპარეზობდა, ხოლო 2024/25 წლების სეზონში B ლიგაში ადგილი შეინარჩუნა.
ეს მიუხედავად იმისა, რომ საქართველომ ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ბოლო 4 შეხვედრაში ვერც ერთხელ ვერ მოიგო (1 ფრე, 3 მარცხი).
ამასთან, ივნისში თბილისში ბაჰრეინთან გამარჯვებამდე, ნაკრებს საკუთარ მოედანზე ჩატარებული წინა 6 მატჩიდან მხოლოდ 1 ჰქონდა მოგებული (3 ფრე, 2 მარცხი).
ჩრდილოეთ ირლანდიამ ბოლო 8 გასვლითი შეხვედრიდან 6 წააგო (1 მოგება, 1 ფრე), ხოლო 2024 წლის ივლისის შემდეგ უცხოეთში მხოლოდ ერთხელ გაიმარჯვა (3 ფრე, 8 მარცხი).
2 სეზონის განმავლობაში C ლიგაში ასპარეზობის შემდეგ, მაიკლ ო’ნილის გუნდი B დივიზიონში დინამო არენაზე დაბრუნდება.
ჩრდილოეთ ირლანდიამ 2024/25 წლების ერთა ლიგის ჯგუფში 6 მატჩიდან მხოლოდ 1 წააგო (3 მოგება, 2 ფრე) და პირველი ადგილის დაკავებით B ლიგაში დაწინაურდა.
ეს მნიშვნელოვანი პროგრესი იყო, რადგან ერთა ლიგის წინა 3 გათამაშებაში გუნდს ჯამში მხოლოდ 1 გამარჯვება ჰქონდა მოპოვებული (4 ფრე, 11 მარცხი).
ივნისში სეზონის დასასრულს ჩატარებულ ამხანაგურ მატჩებში ჩრდილოეთ ირლანდიამ გვინეა 1:0 დაამარცხა, ხოლო საფრანგეთთან 1:3 წააგო.
ამ სანაკრებო ფანჯრისთვის ო’ნილმა შემადგენლობაში 8 ფეხბურთელი დააბრუნა. ახლა „მწვანე-თეთრები“ B ლიგის დონეზე პირველი გამარჯვების მოპოვებას შეეცდებიან, აქამდე მათი ბალანსი 2 ფრე და 8 მარცხია.
ურთიერთშეხვედრები
ეს საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ნაკრებების ისტორიაში მეორე დაპირისპირება იქნება. ერთადერთი წინა შეხვედრა 2008 წელს, ბელფასტში გაიმართა და ამხანაგურ მატჩში ჩრდილოეთ ირლანდიამ 4:1 გაიმარჯვა.
საკვანძო ფეხბურთელები
ხვიჩა კვარაცხელიას საქართველოს ნაკრებში ბოლო 9 საგოლე მოქმედება, 8 გოლი და 1 საგოლე გადაცემა, ყველა საშინაო შეხვედრებში აქვს დაფიქსირებული, რის გამოც ის ამ მატჩშიც საქართველოს ერთ-ერთი მთავარი შემტევი იარაღი იქნება.
ჩრდილოეთ ირლანდიის მხრიდან ყურადღება აიზეკ პრაისზე გამახვილდება. ის გუნდის საუკეთესო ბომბარდირი იყო ერთა ლიგის გასულ გათამაშებაში და 4 გოლი გაიტანა.
საქართველოს ნაკრებს ტრავმის გამო ირაკლი აზაროვი და ოთო მამაგეიშვილი ვერ დაეხმარებიან, ხოლო ჩრდილოეთ ირლანდიის შემადგენლობაში ტრავმების გამო ალი მაკკანი, კონორ ბრედლი და ბრედ ლაიონსი ვერ ითამაშებენ.
სავარაუდო შემადგენლობები
საქართველო - მამარდაშვილი; დვალი, ლოჩოშვილი, გოგლიჩიძე; მამაგეიშვილი, კიტეიშვილი, ჩაკვეტაძე, ქოჩორაშვილი, ხარებაშვილი; კვარაცხელია; მიქაუტაძე.
ჩრდ .ირლანდია - პ. ჩარლზი; ჰიუმი, ბალარდი, ბრაუნი; სპენსერი, შ. ჩარლზი, გალბრეითი, დევენი; კელი, პრაისი; დონლი.
მატჩი დინამო არენაზე 20:00 საათზე დაიწყება.
ჩრდ. ირლანდია, უკრაინა, უნგრეთი - საქართველოს მეტოქეები ერთა ლიგაზე

თაზო ჩარკვიანი
კომენტარები